Thursday, April 03, 2014

კონკურსი ხელოვანებისთვის ეკო-არტ პროექტში “აღმოაჩინე ელიავა” მონაწილეობის მისაღებად


გეოეარი თბილისში მომუშავე ხელოვანებისთვის აცხადებს კონკურსს პროექტში აღმოაჩინე ელიავა” მონაწილეობის მისაღებად.

პროექტის ხანგრძლივობა: 4-6 კვირა 2014 წლის მაისი-ივნისის პერიოდში.

სამუშაო თემები: გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირება, ენერგოეფექტურობის გაზრდა, არტისტული ინტერვენცია და გადამუშავებული ან მეორადი მასალებისგან ნამუშევრების შექმნა.

პროექტის აღწერა:
პროექტიაღმოაჩინე ელიავამიზნად ისახავს ქუჩის ბაზრობის მიკრო სივრცის დემარგინალიზაციას გარემოს დაცვის თემაზე გაკეთებული კულტურული ინტერვენციის საშუალებით. პროექტის გუნდი გეგმავს ღია სივრცეში სხვადასხვა აქტივობებს, მათ შორის ადგილზე ნაპოვნი მეორადი მასალებით ნამუშევრების დამზადების გზით გაცნობას.

ელიავას ბაზრობა თბილისის ის ურბანული სეგმენტია, რომელიც სხვადასხვა სოციალურ და კულტურულ სივრცეებს აერთიანებს. ფორმალურად ის წარმოადგენს სავაჭრო ადგილს, რომელიც მოსახლეობას მხოლოდ სამშენებლო მასალების, საჭმლის, წვრილმანების, მანქანის მეორადი ნაწილების და .. ყიდვის დროს ახსენდება. აქ განლაგებულია ასევე მანქანების შესაკეთებელი თუ სარეკლამო მასალების სახელოსნოები, ჯართის ჩასაბარებელი პუნქტები. ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობები აბინძურებს გარემოს და დიდი რაოდენობის ისეთ ნაგავს წარმოქმნის, რომელიც ხელოვანებისთვის შესაძლოა გამოსადეგ მასალად იქცეს.

პროექტის მიზანია ამ ეკოლოგიური პრობლემის ვიზუალიზაცია, მისი მოგვარების ახალი კრეატიული გზების ძიება და სხვადასხვა სოციალური და კულტურული ფენების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის განვითარება. ზოგადად პროექტი მიმართულია გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებისა და მეორადი მასალების გამოყენების ახალი შესაძლებლობების შესახებ ინფორმირებულობისა და ენერგოეფექტურობის გაზრდისკენ.

პროექტის ფარგლებში გეოეარის რეზიდენციაში ელიავას ბაზრობასა და მის მიმდებარე ტარიტორიაზე სამუშაოდ და გარემოს ახლო გასაცნობად მოწვეულია უცხოელი ხელოვანი. მისი მუშაობის აუცილებელი კომპონენტია სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა (ბაზრობაზე მომუშავე ადამიანები, მომხმარებლები, მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლები, ბაზრობის მენეჯმენტი).

პროექტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ქართველ ხელოვანთან ერთად მუშაობა და შედეგად ერთობლოვი ნამუშევრის შექმნა (სავალდებულ არ არის ერთი და იგივე მედიუმის გამოყენება).

აღმოაჩინე ელიავა” არის საქართველოს მხარის მიერ პროექტში Green Art Lab Alliance (GALA, ნაწილობრივ ფინანსდება ევროკავშირის მიერ) განხორციელებული ნაწილი. GALA აერთიანებს თხუთმეტზე მეტ ორგანიზაციას მთელი ევროპიდან. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებგვერდზე: http://www.transartists.org/green-art-lab-alliance



მოთხოვნები პროექტში მონაწილეობის მისაღებად:
პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ხელოვანს, რომელსაც აინტერესებს გარემოს დაცვისა და ზემოთ ჩამოთვლილი თემების კრეატიული მიდგომის საშუალების დამუშავება.

პროექტი დასრულდება საჯარო ღონისძიებით. ნამუშევრიდან და კვლევიდან გამომდიონარე, ეს შეიძლება იყოს გამოფენა, კვლევის პრეზენტაცია, ლექცია, გამოფენა, ხელოვანთან საუბარი. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ორი ხელოვანის (საერთაშორისო და ადგილობრივი) მუშაობის შედეგები.


განაცხადის წარსადგენად საჭირო საბუთები:
სამოტივაციო  წერილი , CV, პორტფოლიო  და აღმოაჩინე ელიავასფარგლებში განსახორციელებელი პროექტის მოკლე აღწერა.
განაცხადები მიიღება 24 აპრილის ჩათვლით (23:00).
განაცხადი სათაურით “Discover Eliava” უნდა ელექტრონულად გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: infogeoair@gmail.com 



No comments: